ახალი ამბები

კოკოითი შსკ-ს სხდომის ცხინვალში ჩატარების ინიციატივით გამოდის

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებულ ოთმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდეს, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 28 თებერვალს.


მან შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარეს ბორის ჩოჩიევს შსკ-ს დანარჩენ თანათავმჯდომარეებთან კონსულტაციების გამართვა დაავალა ცხინვალში პლენარული სხდომის ორგანიზების მიზნით.


ცხინვალი შსკ თანათავმჯდომარეთა არაოფიციალური შეხვედრის ჩაშლაში, რომელიც სტამბოლში უნდა გამართულიყო, ქართულ მხარეს სდებს ბრალს. 

თუმცა ოფიციალურმა თბილისმა, რომელიც თავს იკავებს შსკ-ს პლენარულ სხდომაში მონაწილეობისგან, მწუხარება გამოთქვა სტამბოლის შეხვედრის გაუქმების გამო და კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების სურვილი დაადასტურა.


შსკ-ს ბოლო პლენარული სხდომა ვლადიკავკაზში გასული წლის ოქტომბერში გაიმართა, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button