ახალი ამბები

შამბა: არ დავუშვებთ ფსოუზე ქართველ მებაჟეებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ “აბსურდული“ უწოდა თბილისის მოთხოვნას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ, მოსკოვმა შეასრულოს საბაჟო-გამშვები პუნქტების – განთიადი-ადლერისა (აფხაზეთი) და როკი-ქვემო ზარამაგის (ცხინვალის რეგიონი) ლეგალიზების პირობა.


“ჩვენ არასოდეს არ დავუშვებთ, რომ ფსოუზე [საქართველო–რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე] იდგნენ ქართველი მებაჟეები და არა მგონია, რომ რუსეთი დათანხმდეს ამას“, – იუწყება 21 ნოემბერს “აფსნიპრესი“ შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button