ახალი ამბები

თბილისი კოდორის მონიტორინგისთვის გაეროს დამკვირვებლების წინადადებებს ელოდება

კონფლიქტების მოგავრების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის განცხადებით, ქართული მხარე კოდორის ხეობის ზედა ნაწილში მონიტორინგის დაწყებისთვის გაეროს დამკვირვებელთა მისიისაგან შესაბამის პასუხს ელოდება.
 
„ჩვენ ველოდებით გაეროს მისიის მოთხოვნებს, რომელიც მზადდება, რის შემდეგაც დაიწყება მონიტორინგი “, – განაცხადა მერაბ ანთაძემ 24 აგვისტოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან კოტე კემულარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
 
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო კოდორის ხეობაში სარეაბილიტაციო სამუშაობის  მიმდინარეობის პროცესი.
 
ქართულმა მხარემ კოდორის ხეობაში მონიტორინგის დაწყებისთვის მზადყოფნა 20 აგვისტოდან გამოთქვა და გაეროს დამკვირვებლებს უსაფრთხოების სრული გარანტია აღუთქვა. ამასთან თბილისის განცხადებით ის მონიტორინგში არ დაუშვებს რუსი სამშვიდობო ძალების მონაწილეობას, რაც მოსკოვის და სოხუმის პროტესტს იწვევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button