ახალი ამბები

სამგზავრო ავტობუსებს ცხინვალისკენ გზა გაუხსნეს

ქართველმა სამართალდამცავებმა 7 აგვისტოს საშუალება მისცეს სამგზავრო ავტობუსებს, რომლებიც ერთი დღის განმავლობაში ადმინისტრაციულ საზღვარზე იყვნენ გაჩერებულები, ცხინვალში შესულიყვნენ.


გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრები, რომლებიც ძირითადად წვრილი მოვაჭრეები იყვნენ, ლილოს ბაზრობიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც ისინი საქართველოს ფინანსურმა პოლიციამ ყოველგვარი ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე გააჩერა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button