skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი სოხუმს “ქართული აგრესიის“ შემთხვევაში დახმარებას პირდება

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, 31 ივლისს პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ცხინვალი “საქართველოს მხრიდან აგრესიის“ შემთხვევაში აფხაზეთს დახმარებას აღმოუჩენს, იტყობინება “ინტერფაქსი“.


“თუ აფხაზურ მხარეს აღარ ექნება სხვა გამოსავალი და იძულებული იქნება დაიცვას თავისი ტერიტორია, ჩვენ მოძმე რესპუბლიკას სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button