ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარლამენტის ყოფილი წევრის ვალერი გელაშვილის სარჩელი პარლამენტის მიერ მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების გაბათილების თაობაზე.


ამასთან, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ოპოზიციამ უკვე უწოდა ხელისუფლების დაკვეთა, საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.


ვალერი გელაშვილს, ოპოზიციონერ მაჟორიტარ დეპუტატს ხაშურის რაიონიდან, პარლამენტმა უფლებამოსილება 31 მარტს დეპუტატისთვის შეუთავსებელი სამეწარმეო საქმიანობის მოტივით ვადაზე ადრე შეუწყვიტა. ამ გადაწყვეტილებას საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტი მოჰყვა, რაც დღემდე გრძელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button