
ახალი ამბები
ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ტექნიკის გაყვანა გრძელდება
დღეს, დილით საქართველოს ტერიტორია რუსული სამხედრო ტექნიკით დატვირთულმა კიდევ ერთმა ეშელონმა დატოვა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 სატვირთო ავტომანქანა, 6 ერთეული მისაბმელი, საველე სამზარეულო, 372 ყუთი გრადის ტიპის (122 მილიმეტრიანი BM-21) ჭურვი ახალქალაქის სამხედრო ნაწილიდან წალკაში ეტაპობრივად გადაიტანეს, საიდანაც აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ჩაიტანენ.
რუსული სამხედრო ტექნიკის გაყვანის შემდგომი ეტაპი 30 მაისს განხორციელდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)