ოპოზიციის მემორანდუმს კიდევ ორი დეპუტატი შეუერთდა
დღეს საპარლამენტო ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის კაბინეტში კიდევ ორმა დეპუტატმა გოჩა ფიფიამ, რომელიც არცერთ ფრაქციაში არ არის გაერთიანებული და ლაშა ნარჩემაშვილმა, ფრაქცია “დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ წევრმა ხელი მოაწერეს ოპოზიციის მემორანდუმს, რითიც შეუერთდნენ ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს.
მიუხედავად იმისა, რომ მემორანდუმი 37 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერით უკვე გაეგზავნა პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტს, ოპოზიცია სურვილის შემთხვევაში კვლავაც მოუწოდებს კოლეგა დეპუტატებს შეუერთდნენ მემორანდუმს.
ოპოზიციონერი დეპუტატები მემორანდუმში სამ მოთხოვნას აყენებენ: საარჩევნო კანონში ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კომისიების პარიტეტულ საწყისებზე ფორმირებას და სიების სრულყოფას ეხება; მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევნები და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომა და სამინიტროს რეორგანიზაცია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)