ახალი ამბები

ყირიმში ქართველი “კანონიერი ქურდი“ დააკავეს

შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განაცხადებით, ყირიმში სამართალდამცავებმა ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია 27 მარტს თბილისის N5-ე საპყრობილეში ბუნტის მოწყობის ორგანიზებაში.


თბილისის ციხეში 27 მარტს მომხდარი შეტაკების შემდეგ, რომლის დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა და 22 დაშავდა, შს სამინისტრომ გაავრცელა სატელეფონი საუბრები, სადაც სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოსაუბრე სწორედ ტარიელ ფოცხვერია იყო.


მინისტრის თქმით, ტარიელ ფოცხვერია ყირიმში მეუღლის გვარით, ასათიანით იმალებოდა.


“მე მინდა ვთქვა, რომ ყველა ქურდი და კრიმინალური ავტორიტეტი ჩაჯდება ციხეში… ქალაქებში აღარ იქნებიან ქურდები და ერთადერთი ადგილი, სადაც მათ დიდი სიამოვნებით ელოდებიან ეს არის საქართველოს ციხეები“, – განაცხადა შს მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის თქმით, დაკავებული პასუხს აგებს ქართული კანონის წინაშე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button