ახალი ამბები

აფხაზეთში დაკავებული ქართველი კინოდოკუმენტალისტები გაათავისუფლეს

დღეს, აფხაზურმა მხარემ სამკვირიანი პატიმრობის შემდეგ ქართველი კინოდოკუმენტალისტები თეა შარია, ტარიელ სოხაძე და თეიმურაზ ელიავა გაათავისუფლა.


თეა შარიამ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 24 მარტს სოხუმში სასამართლო პროცესი შედგა.


ქართველი კინოდოკუმენტალისტები, რომლებიც  აფხაზეთის ტერიტორიაზე ეკლესია–მონასტრებს იღებდნენ, 1 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა დააპატიმრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button