თბილისის მერი: ოლიგარქებს ბოლო უნდა მოეღოთ
თბილისის მერმა გიგი უგულავამ 19 მარტს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 18 მარტს თბილისის ერთ-ერთი სკოლაში გაჩენილი ხანძრის უკან დეპუტატ ვალერი გელაშვილის სამშენებლო ფირმა “ევრა“ დგას. დეპუტატმა გელაშვილმა, რომელსაც უგულავამ “ოლიგარქი“ უწოდა, განაცხადა, რომ იგი თბილისის მერს ცილისწამებისთვის პასუხს აგებინებს.
“თუ უნდა სასამართლოში იჩივლოს თუ უნდა მარსზე. სიმართლე არ დაიმალება. ოლიგარქები ერთხელ და სამუდამოდ ჩაირეცხებიან. ქართული პოლიტიკა აღარასოდეს იქნება მათი მანიპულაციების და შანტაჟის ობიექტი“, – განაცხადა უგულავამ 19 მარტს.
თბილისი მერი და განათლების მინისტრი კახა ლომაია 19 მარტს დამწვარ სკოლას ეწვივნენ. მათი თქმით, აშენდება ახალი სკოლა, რომელიც პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)