ახალი ამბები

საქართველო მეგობარი ქვეყნების ყურადღებას გალის მოვლენებზე ამახვილებს

საქართველომ გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის (საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ) წარმომადგენლებს და გაეროს მისიას “თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებისაკენ მოუწოდა, რათა მათ გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტზე და სეპარატისტული რეჟიმების დესტრუქციულ მოქმედებაზე სათანადო შეფასება და აქტიური რეაგირება მოახდინონ“.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია 17 ნოემბერს მეგობარი ქვეყნების თბილისში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრო გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი.


“შეხვედრისას ხაზი გაესვა აფხაზეთში ბოლო დროს შექმნილ რთულ ვითარებას – ადამიანთა უფლებების დარღვევის, მოსახლეობაზე თავდასხმის, მათი მკვლელობისა და გატაცების მასობრივ შემთხვევებს, რაც რეგიონში განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალების კონტროლირებად ზონაში, მათ თვალწინ ხდება“, – იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button