
ახალი ამბები
ბაღაფში: აფხაზეთი ქართველ დევნილთა სახლების პრივატიზაციას განაგრძობს
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 10 ნოემბერს სოხუმში გამართულ პრეს-კონფერეციაზე დაადასტურა გადაწყვეტილება აფხაზეთში ქართველ დევნილთა სახლების პრივატიზაციის განახლების თაობაზე, იტყობინება “აფსნიპრესი“.
ეს გადაწყვეტილება მოქალაქეობის შესახებ აფხაზეთის ახალი კანონის კონტექსტში განიხილება, რომელიც პრაქტიკულად ართმევს ათასობით ეთნიკურ ქართველს თავის კანონიერ საცხოვრებელს აფხაზეთში.
ბაღაფშმა კომენტარი გააკეთა თბილისის პროტესტზე დევნილთა საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, “მათ [თბილისს] შეუძლიათ ის ილაპარაკონ რაც უნდათ, მე მაინც მოვაწერ ხელს ამ კანონს და ის შევა ძალაში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)