skip to content
ახალი ამბები

ზურაბ ნოღაიდელი კონდოლიზა რაისს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 24 ოქტომბერს ვაშინგტონში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდა.


შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხებთან ერთად მხარეებმა სევე განიხილეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებიც.


პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მან კონდოლიზა რაისს გააცნო საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული  სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა.


“ჩვენ მხარდაჭერის პირობა მივიღეთ. ინტენსიურად ვიმუშავებთ რუსეთთან, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობასთან და რაც მთავარია ვიმუშავებთ ხალხთან“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა. მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ მხარეები სერიოზულ პროგრესს მიაღწევენ კონფლიქტის მოგვარების საქმეში.


პრემიერ-მინისტრი აშშ-ში 20 ოქტომბერს გაემგზავარა და მისი სამუშაო ვიზიტი 26 ოქტომბერს დასრულდება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button