ახალი ამბები

ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანებას, თუმცა დაადასტურა, რომ 2008 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.


სალომე ზურაბიშვილმა 20 ოქტომბერს გვიან ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ახალ თოქ შოუში მიიღო მონაწილეობა.


კითხვაზე აპირებს, თუ არა იგი 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: “არ ვიცი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას“.


“მე არ ვაპირებ, ამ მომენტში, რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში შესვლას; რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ცივილიზებულ თანამშრომლობას ზოგიერთ მათგანთან… მაგრამ მე ასევე შეიძლება დამჭირდეს პოლიტიკური პარტიის შექმნა, ჯერ არ ვიცი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button