ახალი ამბები

სააკაშვილი ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 19 ოქტომბერს პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაუჭიროს თუ არა მხარი პარლამენტარების მოწოდებას საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენების თაობაზე.


“პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება. იგი აპირებს დამატებითი კონსულტაციების გამართვას და შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას; არ ვიცი როდის იქნება ეს, შეიძლება დღეს ან ხვალ“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.


“ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. ყველაფერი განვიხილეთ. თუმცა, არ ვიცი როგორი იქნება მისი საბოლოო გადაწყვეტილება“,- დასძინა მან.


სალომე ზურაბიშვილის გათავისუფლების თაობაზე “ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტართა მოთხოვნის შემდეგ, რომელთაც ასევე დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კონსულტაციები გამართა კანონმდებლებთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button