We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სააკაშვილმა სენაკში მშენებარე სამხედრო ბაზა მოინახულა

დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სენაკის რაიონში მშენებარე სამხედრო ბაზა მოინახულა, რომლის გასხნაც 23 ნოემბერს, “ვარდების რევოლუციის“ 2 წლის თავზე იგეგმება.


“ეს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე თანამედროვე ბაზაა, რომლის მშენებლობაც სტიქიური უბედურების მიუხედავად არ უნდა შეჩერდეს“, – გაუცხადა მიხეილ სააკაშვილმა 8 ოქტომბერს ჟურნალისტებს.


თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით სენაკში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. მშენებლობაზე საქართველოს ბიუჯეტიდან 9 მლნ აშშ დოლარი გამოიყო. ახალი სამხედრო ბაზა დაახლოებით 2-3 ათასს ჯარისკაცზეა გათვლილი.

This post is also available in: English Русский

Back to top button