skip to content
ახალი ამბები

რუსმა და აფხაზმა ექსპერტებმა რკინიგზის ტექნიკური შემოწმება დაასრულეს

რუს და აფხაზ ექსპერტთა ერთობლივმა ჯგუფებმა დაასრულეს მუშაობა
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე – ფსოუდან ენგურამდე სარკინიგზო მონაკვეთის ტექნიკურ შემოწმებაზე, იუწყება “აფსნიპრესი“ 5 სექტემბერს.


3 სექტემბერს ექსპერტები შეხვდნენ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს ლეონიდ ლაკერბაიას. დე ფაქტო ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ექსპერტებმა შეიმუშავეს სპეციალური დოკუმენტი რკინიგზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ.


თითქმის ერთი თვის განმავლობაში, 10 აგვისტოდან, ფსოუდან ენგურამდე რკინიგზის 194 კილომეტრიან მონაკვეთს ტექნიკურად რუს და აფხაზ ექსპერტთა სამი მობილური ჯგუფი ამოწმებდა. 


თუმცა ქართულ–აფხაზურ მხარეებს შორის შეთანხმების მიუხედავად, რკინიგზის ტექნიკურ დათვალიერებაში მონაწილეობა ქართველ ექსპერტებს არ მიუღიათ.  თბილისში აცხადებენ, რომ აფხაზურმა მხარემ  ქართველი ექსპერტები მობილურ ჯგუფებში იმის გამო არ დაუშვა, რომ სამი მათგანი აფხაზეთიდან დევნილი იყო.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button