ახალი ამბები

თბილისი ცხინვალსა და მოსკოვს გორის ტერაქტის მასალების გაცნობას სთავაზობს

შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სამხრეთ ოსეთის, რუსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის თანათავმჯდომარეებისადმი 27 ივლისს გაგზავნილ წერილში, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა სთავაზობს მათ გამოაგზავნონ ექსპერტთა ჯგუფები 1 თებერვლის გორის ტერაქტის საგამოძიებო მასალების გაცნობის მიზნით.


“ჩვენ გთავაზობთ ექსპერტთა ჯგუფის გამოგზავნას, რათა მათ მიიღონ ინფორმაცია ქართველი სამართალდამცავების ხელთ არსებული დოკუმენტური სამხილების შესახებ“, ნათქვამია წერილში.


ქართველმა სამართალდამცავებმა დააპატიმრეს სამი პიროვნება, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან გორის ტერაქტის განხორციელებაში. ქართული მხარე ამტკიცებს, რომ დაკავებულ ოს პიროვნებებს დივერსიული აქტების მოწყობაში მომზადებას რუსეთის სამხედრო დაზვერვის ინსტუქტორები უტარებდნენ. რუსულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ეს ბრალდებები პროვოკაციად შეაფასეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button