skip to content
ახალი ამბები

შსკ ცხინვალის რეგიონში მომხდარი ინციდენტების ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდა

საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ ცნობით, ოთხმხრივმა შერეულმა საკონტროლო კომისიამ (შსკ), რომელმაც 22 ივნისს მოსკოვში საგანგებო სხდომა გამართა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში კრიმინოგენული ვითარება განიხილა, მიიღო გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების, მათ შორის თამარაშენის შეტაკების და ოთხი ქართველის გაუჩინარების – ერთობლივი გამოძიების თაობაზე. 


საქართველოს, რუსეთის, ჩრდილოეთ ოსეთის და სამხრეთ ოსეთის მხარეებმა ეს შეთანხმება ოფიციალურად გააფორმეს შესაბამისი ოქმის ხელმოწერით. სხდომაში ოთხივე მხარის შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button