ახალი ამბები

მოსკოვში შსკ საგანგებოდ იკრიბება

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა დღეს მოსკოვში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე დასასწრებად გაემგზავრა.


სახელმწიფო მინისტრის თქმით, სხდომა ქართული მხარის მოთხოვნით ტარდება და მასზე ბოლო დროს ცხინვალის რეგიონში შექმნილი რთული ვითარება განიხილება.


“ჩვენ ძალიან პრინციპულ და მნიშვნელოვან შეხვედრას ველოდებით [მოსკოვში], საიდანაც უნდა ჩამოვიდეთ იმ გადაწყვეტილებით, რაც საფუძველს დაუდებს კრიმინალების თარეშის შეწყვეტას [ცხინვალის რეგიონში]“, განაცხადა მოსკოვში გამგზავრებამდე გიორგი ხაინდრავამ.


შსკ–ს სხდომას ასევე დაესწრებიან საქართველოს, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის, ჩრდილოეთ ოსეთის და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეები, რომლებიც ცხინვალის რეგიონში კრიმინოგენულ ვითარებას განიხილავენ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button