Placeholder canvas
ახალი ამბები

რუსი გენერალი სამხედრო ბაზების გაყვანის აფხაზეთის მარშრუტს უარყოფს

რუსეთის სახმელეთო ჯარების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვალერი ევნევიჩი, რომელიც ასევე რუსულ სამშვიდობო ოპერაციებს  კურირებს, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს რუსეთს საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანა თვითგამოცხადებული აფხაზეთის გავლით სურს.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ვალერი ევნევიჩი გიორგი ხაინდრავას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ “მსგავსი განცხადება მას არ გაუკეთებია“.


აფხაზეთის გავლით რუსული სამხედრო ტექნიკის გატანის შესახებ ინფორმაცია 18 ივნისს ზუგდიდში ვალერი ევნევიჩთან შეხვედრის შემდეგ სამეგერლო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა კახა არდიამ გაახმოვანა.   


“თუ რა მარშუტით გავა რუსული ბაზების სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა საქართველოდან, რეგულირდება რუსულ-ქართული ხელშეკრულებით და არა რომელიმე გენერლის პირადი მოსაზრებით“, ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button