ახალი ამბები

ბაზებზე მოლაპარაკებებს თბილისში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იგორ სავოლსკი შეუერთდა

დღეს თბილისში ჩამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, საქართველოდან ბაზების გაყვანის საკითხებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იგორ სავოლსკი, რომელიც დღესვე გამართავს მოლაპარაკებებს ქართულ დელეგაციასთან, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე ხელმძღვანელობს.


თბილისში ჩამოსვლისას სავოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაზების გაყვანის დაფინანსებას თავის თავზე იღებს მოსკოვი, თუმცა ვინაიდან  “ბაზების გაყვანა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რომელიც 3,5 წელიწადს გასტანს, შესაძლოა ეუთოს ეგიდით მივმართოთ საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც ეს ადრე მოვილაპარაკეთ, დამატებითი ფინანსების მოძიების მიზნით“, განაცხადა სავოლსკიმ. 


დელეგაციების დონეზე მოლაპარაკებები 10 ივნისს მას შემდეგ იმართება, რაც ორი ქვეყნის ექსპერტებმა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 30 მაისს ხელმოწერილი ერთობლივი განცხადების იურიდიულად გაფორმების დეტალები 8–9 ივნისს განიხილეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button