ახალი ამბები

სსფ-ის მისია მზადაა საქართველოს ეკონომიკური დახმარების პროგრამა გაუგრძელოს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში მესამე დღეა იმყოფებიან, 7 ივნისს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ფინანსთა მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე.


სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენელმა ჯულიან ბერენგაუტმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და განაცხადა, რომ სსფ “მზადაა საქართველოს დახმარების პროგრამა გააგრძელოს და 20 მლნ დოლარი გამოუყოს“, მესამე ტრანშის სახით.


საქართველომ სსფ-ს ეკონომიკური დახმარების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში უკვე მიიღო ორი ტრანში – 14 მლნ აშშ დოლარისა და 21.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button