ახალი ამბები

ივანოვი ადასტურებს მოსკოვის მზადყოფნას 2005 წლიდან დაიწყოს ბაზების გაყვანა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით, მოსკოვი  მზად არის მიმდინარე წლიდან დაიწყოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანა მას შემდეგ, რაც თბილისთან შესაბამის შეთანხმებას მოეწერება ხელი, იუწყება 26 აპრილს “ინტერფაქსი“ ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


“თეორიულად ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი სამხედრო ძალების და ტექნიკის  გაყვანის პროცესი საქართველოდან ამ წელს, მაგრამ შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერის პირობით, სადაც ზუსტად იქნება განსაზღვრული საქართველოდან ჩვენი ბაზების გაყვანის დასრულების ვადები“, განაცხადა სერგეი ივანოვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button