ახალი ამბები

საქართველო ირანის ვალის დაფარვას 2016 წლიდან დაიწყებს

ფინანსთა სამინისტროს 25 აპრილის ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება ირანის რესპუბლიკასთან საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის მიხედვით ვალის ნაწილი გადავადდა პარიზის კლუბში 2004 წლის 21 ივლისს მიღწეული შეთანხმების პირობების შესაბამისად.


ირანთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საქართველომ 2006 წლის 1 დეკემბრამდე უნდა დაიფაროს 1,67 მლნ აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი 11,84 მლნ აშშ დოლარის გადახდის ვადად 2025 წლის 1 სექტემბერი განისაზღვრა.


მნიშვნელოვანია, რომ ვალის ძირითადი თანხის დაფარვა 2016 წლიდან დაიწყება. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button