skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელმა ცხინვალის რეგიონში ჩასვლა გადადო

21 აპრილს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ცხინვალის რეგიონში სტუმრობა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან შესაძლო შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო, განუცხადა დღეს ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ.


“თავად პრემიერმა ჩათვალა ამ ვიზიტის გადადება მიზანშეწონილად“, დასძინა გოგა ხაინდრავამ. 


19 აპრილს სახელმწიფო მინისტრი ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო საქმეთა მინისტრს ბორის ჩოჩიევს ნოღაიდელისა და კოკოითის შესაძლო შეხვედრის შესახებ ესაუბრა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button