skip to content
ახალი ამბები

სტივენ მანმა და გივი თარგამაძემ აფხაზეთის და ენერგოუსაფრთხოების საკითხები განიხილეს

კასპიის ენერგეტიკული და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მრჩეველი სტივენ მანი დღეს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, დეპუტატ გივი თარგამაძეს შეხვდა.


შეხვედრის შემდეგ სტივენ მანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან თარგამაძეს მისი სოხუმში ვიზიტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.  სტივენ მანის თქმით, შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხი.


დეპუტატმა გივი თარგამაძემ მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკელმა დიპლომატმა სიფრთხილისკენ  მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების საკითხის განხილვისას.


“[ამერიკელმა დიპლომატმა] შემდეგი რეკომენდაცია მოგვცა: არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც შეიძლება შეიცავდეს  ჩვენი  ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროებას”, განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს. 


 

This post is also available in: English Русский

Back to top button