ახალი ამბები

ბაღაფში დევნილთა დაბრუნებაზე კომენტარს აკეთებს

30 მარტს სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ქართველი დევნილები  მხოლოდ გალის რაიონში უნდა დაბრუნდნენ. მან აქვე დასძინა, რომ მხოლოდ იმ ქართველებს შეუძლიათ რეგიონში დაბრუნება, რომლებიც 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტში აფხაზების წინააღმდეგ არ იბრძოდნენ, იტყობინება “აფსნიპრესი“.


“ის ხალხი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა, ვერ დაბრუნდება და ვერ იცხოვრებს ქვეყანაში [თვითგამოცხადებულ აფხაზეთში]“, განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 მარტს თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველა დევნილი, მიუხედავად მათი ეროვნებისა, უნდა დაბრუნდეს აფხაზეთში. “არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იბრძოდა და ვინ არა. იქ ყველა იბრძოდა ორივე მხრიდან“, დასძინა სააკაშვილმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button