ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე პარლამენტში დაიბარეს







თავდაცვის ახალი მინისტრი სამოქალაქო პირი
იქნება. საუბარია თევზაძის ყოფილ მოადგილეზე
გელა ბეჟუაშვილზე.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში არსებულ დარღვევებსა, კერძოდ კი უცხოური გრანტების არამიზნობრივად ხარჯვის საკითხებს შეისწავლის, დღეს პარლამენტში თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე დაიბარა.

შეხვედრის შემდეგ დავით თავზაძემ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თუ ვინმე დასასჯელია უნდა დაისაჯოს. “მე ყოველთვის ამის მომხრე ვიყავი და უკან არ დამიხევია”, – განაცხადა დავით თევზაძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშრეობის კომიტეტმა მოძიებული მასალები შემდგომი განხილვისა და გამოძიებისთვის უკვე გადაუგზავნა გენერალურ პროკურატურას.

მსგავსი/Related

Back to top button