ახალი ამბები

თბილისში მყოფი აშშ-ს დელეგაცია საქართველოს ახალ ხელისუფლებას ხვდება

(თბილისი, 3 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს დელეგაცია, რომელსაც სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლინ პასკო ხელმძღვანელობს, დღეს მოქმედ პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძეს და ახალი მთავრობის წარმოდმაგენლებს შეხვდა. 60 კაციანი დელეგაცია სამი დღის განმავლობაში დეტალურად გაეცნობა საქართველოში არსებულ ვითარებას.

“ჩვენ ჩამოვედით იმ მოტივით, რომ გავეცნოთ საქართველოში არსებულ ვითარებას და ჩვენი დახმარება აღმოუჩინოთ.  ჯერ პოზიცია არ გაგვაჩნია, თუ რა სახის დახმარებას გაუწევს ამერიკა საქართველოს. ამ საკითხზე ვიზიტის ბოლოს ვიმსჯელებთ”, – განაცხადა ლინ პასკომ შეხვედრის ბოლოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

მისი თქმით, ამერიკა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას არ აპირებს და მხოლოდ დახმარებით შემოიფარგლება. რაც შეეხება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს, ლინ პასკოს განცხადებით, მთავარია არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და ხალხის ნება დაფიქსირდეს.  

აშშ-ს დელეგაციეს წევრები დღესვე შეხვდებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button