skip to content
ახალი ამბები

დასავლეთ საქართველოში დსთ-ის სამშვიდობო ჯარების რიგითი გაიტაცეს

(თბილისი, 29 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – არსებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული დსთ-ის სამშვიდობო ჯარების რიგითი 27 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში გაიტაცეს.

გატაცების მოტივი უცნობი რჩება. თუმცა, ადგილობრივი პოლიციის ვარაუდით, გატაცება შესაძლოა ინსცენირებულიც ყოფილიყო დეზერტირობის ფაქტის დაფარვის მიზნით. ამგვარი შემთხვევები ადრეც ყოფილა დაფიქსირებული.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button