ახალი ამბები

პრეზიდენტმა 3 სექტემბრამდე უნდა დანიშნოს ცსკო-ს ახალი თავმჯდომარე

(თბილისი, 29 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტმა 3 სექტემბრამდე უნდა დანიშნოს ცსკო-ს თავმჯდომარე.

“პრეზიდენტმა უნდა მოახერხოს არა უგვიანესს 3 სექტემბრისა ცსკო-ს თავმჯდომარის დანიშვნა. 5 სექტემბერს კი ჩატარდეს ახლი კომისიის პირველი სხდომა”, – განაცხადა ცსკო-ს თავმჯდომარემ გია ზესაშვილმა.

ამჟამად ეუთოს და ევროსაბჭოს წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში მესამე დღეა იმყოფებიან, ერთობლივად განიხილავენ თავმჯდომარეობის კანდიდატთა 25 კაციან სიას, საიდანაც მოხდება შერჩევა და პრეზიდენტისთვის წარდგენა. ეუთოს წარმომადგენლის ლივიუ ბოტას განცხადებით, შერჩევის პროცესი სავარაუდოდ 30-31 აგვისტოს დასრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button