skip to content
ახალი ამბები

პარლამენტი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ კანონპროექტის განხილვას შეუდგა

(თბილისი, 22 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – ორკვირიანი გაჭიანურების შემდეგ საქართველოს პარლამენტი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ კანონპროექტის განხილვას შეუდგა.

კანონპროექტი “აღორძონების” საპარლამენტო ფრაქციამ წარადგინა, რომელიც აქტიურად ლობირებს ბათუმში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას.

პრეზიდენტი და მთავრობა ამ კანონპროექტის წინააღმდეგნი არიან.

გასულ კვირას პარლამენტი თავის საგანგებო სხდომაზე ვერ შეუდგა კანონპროექტის განხილვას სახელისუფლებო პრაქციების მხრიდან ბოიკოტის გამო.

როგორც ვარაუდობენ, ოპოზიციური ფრაქციები შეძლებენ 79 ხმის მოგროვებას ამ კანონის დასამტკიცებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button