ახალი ამბები

დაიწყო “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მესამე ფაზა

(თბილისი, 21 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მესამე ფაზა დაიწყო.

იაღლუჯის სამხედრო პოლიგონზე თავდაცვის სამინისტროს მე-11 ბრიგადის 113-ე ბატალიონი ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მეთვალყურეობით ნატო-ს სტანდარტების შესაბამის საველე მომზადებას გადის.

113-ე ბატალიონი ახლადშექმნილია და 558 ჯარისკაცითაა დაკომპლექტებული. ბატალიონის საბოლოო ჩამოყალიბება 2004 წელს დასრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button