ახალი ამბები

გაეროს მშვიდობისმყოფელთა დღისადმი მიძღვნილი აქცია თბილისში

(თბილისი, 29 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში 28 მაისს გაეროს მშვიდობისმყოფელთა დღისადმი მიძღვნილი აქცია ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო საშუალო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეთა შეხვედრა საქართველოში მოღვაწე გაეროს დამკვირვებლებთან და მისიაში მათი ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა.

აქცია გაიხსნა გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის მისალმების ვიდეოჩანაწერით. შემდეგ გაეროს დამკვირვებლებმა გააკეთეს მოხსენება გაეროს საქმიანობის შესახებ, რომელიც ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა.

აქციის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში,  გაეროს ასოციაცია  და ფონდი `ღია საზოგადოება – საქართველოს~ დებატების პროგრამა. აქციას უმასპინძლა თბილისის არასახელმწიფო საერო სკოლა `ცისკარმა~. მასში მონაწილეობას სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები იღებდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button