ახალი ამბები

სამტრედიის რაიონში სამი ცისტერნა ნავთობი დაიღვარა

(თბილისი, 29 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – 29 იანვარს ღამის საათებში სამტრედიის რაიონის სოფელ ვაზისუბანში რკინიგზაზე ნავთობით დატვირთული 33 ვაგონიანი მატარებელის სამი ვაგონი ხიდიდან გადავარდა და ნავთობი მდინარეში ჩაიღვარა.

მომხდარ ფაქტთან დაკანშირებით რკინიგზის დაპარტამენტის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს შესაძლო დივერსიას.

სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო კომენტარებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ნიკა ლალიაშვილის თქმით, დივერსისზე საუბარი ექსპერტიზის ჩატარებამდე ნაადრევია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button