ახალი ამბები

პარლამენტმა 2003 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

(თბილისი, 18 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – ერთდღიანი დებატების შემდეგ პარლამენტმა 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა 129 ხმით 8-ის წინააღმდეგ. “ტრადიციონალისტებმა”, “აღორძინებამ” და “გარეთიანებულმა დემოკრატებმა” კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ბიუჯეტის დამტკიცება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო ფრაქციებმა იანვრის დასაწყისში უმრავლესობა შექმნეს ბიუჯეტის დამტკიცების გარანტირებისთვის, რადგან დეკემბრის ბოლოს მათ ვერ შეძლეს დასამტკიცებლად აუცილებელი 118 ხმის მოგროვება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button