ახალი ამბები

სარგეი ივანოვი საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სთხოვს

(თბილისი, 11 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ივანოვმა გუშინ, 10 სექტემბერს, რუსულ ტელეკომპანია “ოერტე”-სთან საუბრისას განაცხადა, რომ “სამწუხაროდ, საქართველო არ ასრულებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს”.

ივანოვის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების თანახმად, თითოეული ქვეყანა ვალდებულია ტერორიზმს ებრძოლოს. “ეს საქართველოსაც ეხება”, დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

“საქართველო არ ასრულებს ამ ვალდებულებას და ჩვენ უფლება გვაქვს მას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიხედვით მოქმედება მოვთხოვოთ”, აღნიშნა ივანოვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button