ახალი ამბები

წვრთნა და აღჭურვის ტაქტიკური სწავლება დაიწყო

(თბილისი, 9 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში დღეს კრწანისის სამხედრო პოლიგონზე კომანდოს ბატალიონის ტაქტიკური წვრთნები დაიწყო. ექვსი თვის მანძილზე ამერიკელი ინსტრუქტორები 443 რიგითსა და 50-მდე ოფიცერს გაწვრთნიან.

წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის მესამე ფაზის მსვლელობისას ამერიკელი ინსტრუქტორები კომანდოს, სამთო, მსუბუქ ქვეითსა და სპეცდანიშნულების რაზმის ბატალიონებს თანმიმდევრობით მოამზადებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button