skip to content
ახალი ამბები

დეპუტატები არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებას ითხოვენ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 3 სექტემბერი, 2002) – ფრაქციებისა და კომიტეტების ლიდერებმა დღეს ბიუროს სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

დეპუტატებ გამოვიდნენ ინიციატივით, რომ მომავალში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდეს, რაც არჩევნებს გაყალბებისგან დაიცავს. მათი წინადადების თანახმად, თითოეულ ამომრჩეველს საკუთარი ელექტრონული ბარათი ექნება.

დეპუტატები კოდექსში ცვლილების შეტანას უახლოეს მომავალში გეგმავენ, რათა 2003 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სწორედ ამ სისტემით ჩატარდეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button