Placeholder canvas
ახალი ამბები

თურქეთი საქართველოს სამხედრო სფეროში ეხმარება

(თბილისი, 5 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს თურქეთი საქართველოს თავდავის სამინისტროს მე-11 ბრიგადას სატრანსპორტო საშუალებებს, საკომუნიკაციო სისტემებსა და სამხედრო ფორმებს გადასცემს.

დახმარება არის ნაწილი თურქეთის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი გაცემული გრანტისა, რომლის მთლიანი რაოდენობა 4 მილიონ დოლარს შეადგენს.

დახმარების გადაცემის ცერემონიალს, რომელიც  ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართება, თურქეთის სამხედრო ატაშე საქართველოში ადნან გულერი დაესწრება.

თურქეთი საქართველოს ასევე მარნეულის სამხედრო აეროდრომისა და ვაზიანში ყოფილი რუსული ბაზის მოდერნიზაციაში უწევს დახმარებას.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button