ახალი ამბები

საბიუჯეტო კრიზის შემსწავლელი კომისია ფინანსთა სამინისტროსადმი ნაკლებად კრიტიკულია

(თბილისი. 27 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – საბიუჯეტო კრიზისის შემსწავლელმა კომისიამ 2001 წლის ბიუჯეტის სეკვესტრისათვის პასუხისმგებლობა მთელ ხელისუფლებას დააკისრა.

კომისიის დასკვნის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, განსაკუთრებულად ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროებს აკრიტიკებდა. საბოლოო ვერსიის მიხედვით ფინანსთა სამინისტორსადმი პასუხისმგებლობა შემცირებულია. კომისიამ დასკვნა პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ შეცვალა, რომლის განცხადებითაც პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო.

დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დასკვნა ფინანსთა ექს-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურის დამტკიცებას ხელს შეუწყობს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დასკვნა პარლამენტარების პოზიციებზე გავლენას ვერ მოახდენს.

ეკონომიკური ბლოკის მინისტრების კანდიდატურების განხილვას პარლამენტი 28 ნოემბერს იწყებს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button