ახალი ამბები

ევროპარლამენტმა საქართველოში „დემოკრატიული კრიზისის გაღრმავების“ შესახებ დებატები გამართა

ევროპარლამენტის წევრებმა 17 დეკემბერს „საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაღრმავების შესახებ“ დებატები გამართეს, რა დროსაც სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები და BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობა განიხილეს.

მაშინ როცა ევროპარლამენტარების უმეტესობამ შეშფოთება გამოხატა „ქართული ოცნების“ მთავრობის კურსის თაობაზე და მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდო ძალადობაზე, დემოკრატიულ უკუსვლაზე, კანონის უზენაესობის გაუარესებასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე გაამახვილა ყურადღება, უფრო მცირე ნაწილმა მმართველი პარტია დაიცვა.

დებატები ბრიუსელსა და სტრასბურგში დატვირთული კვირის ფონზე გაიმართა. როგორც ცნობილია, 16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს სხდომა გაიმართა; 18-19 დეკემბერს ევროკავშირის სამიტია დაგეგმილო, ხოლო ვიზების შეჩერების შესახებ მერვე ანგარიში, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გამოქვეყნდება.

This post is also available in: English

Back to top button