ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ

აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ თავის პირველ ყოველწლიურ ანგარიშში, სახელმწიფო დეპარტამენტმა კრიტიკულად შეაფასა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევები ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ხაზი გაუსვა რეპრესიულ კანონმდებლობას, პოლიციის მხრიდან ძალადობას, დაუსჯელობას და მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვებს.

2024 წლის მოვლენების ამსახველ ანგარიშში, სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით „მნიშვნელოვან“ ნეგატიურ მოვლენებს შორის დაასახელა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი და „ქართული ოცნების“ ანტილგბტ კანონები, ასევე ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი დარღვევები. ანგარიშის თანახმად, „მნიშვნელოვან საკითხებს“ შორისაა ასევე ჟურნალისტების წამების, დაპატიმრებებისა და ძალადობის შესახებ ცნობები.

This post is also available in: English

Back to top button