skip to content
ახალი ამბები

საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

ეკონომიკური განვითარების მინისტრის გიორგი არველაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყება.


შესაბამის ხელშეკრულებას ხელი 19-21 ივნისს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ამერიკაში ვიზიტისას მოეწერება. დღეს აღნიშნული ხელშეკრულების პროექტი მინისტრმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა.


”საუბარია ყველაზე ლიბერალურ ხელშეკრულებაზე, რომელიც ავიაციაში არსებობს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამერიკასთან გვექნება ყველაზე უფრო ლიბერალური საავიაციო მიმოსვლის რეჟიმი,” – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი არველაძემ.  


”ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად ბევრი ავიაკომპანია დაფრინავდეს საქართველოში,” – დასძინა მან, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებამდე კონკრეტული კომპანიების დასახელებისაგან თავი შეიკავა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button