ცხინავლი შსკ-ს სხდომის გადადებას ითხოვს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ბორის ჩოჩიევი სექტემბრის დასაწყისში ვლადიკავკაზში დადგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის 13-14 სექტემბრისთვის გადატანას ითხოვს, იუწყება „რია ნოვოსტი“ 25 აგვისტოს.
ჩოჩიევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დეკეგაცია ვერ შეძლებს 5-6 სექტემბერს დაგეგმილ სხდომაზე ვლადიკავკაზში ჩასვლას, თუმცა მას ამის მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
ბორის ჩოჩიევის ინფორმაციით, შსკ-ს სხდომის გადატანის მოთხოვნის შესახებ წერილი უკვე გაეგზავნა შსკ-ს ქართული, რუსული და ჩრდოლოეთ ოსური მხარეების თანათავმჯდომარეებს.
17-18 აგვისტოს მოსკოვში ჩატარებულ შსკ-ს სხდომაზე 5-6 სექტემბერს ვალდიკავკაზში მორიგის სხდომის ჩატარება ერთადერთი შეთანხმება იყო, რომელიც მხარეებმა მიაღწიეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)