skip to content
ახალი ამბები

კვიციანის დას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ემზარ კვიციანის დას ნორა კვიციანს, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და მასში მონაწილეობაში ედება ბრალი, 30 ივლისს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.


ნორა კვიციანი სამართალდამცავებმა კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთაში 29 ივლისს დააკავეს.


ემზარ კვიციანი და მისი დისშვილი ბაჩო არღვლიანი (ნორა კვიციანის შვილი) ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნებიან.


ოფიციალური თბილისის განცხადებით, კვიციანი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო არღვლიანი, სავარაუდოდ კოდორის ხეობის ტყეებს აფარებს თავს.     


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button