skip to content
ახალი ამბები

ქართველი დეპუტატების თქმით, რუსეთს სამხრეთ ოსეთში დაძაბულობა სურს

ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთის ხელისუფლების განცხადებების საპასუხოდ, რომ თბილისი ცხინვალის რეგიონში პროვოკაციებს გეგმავს, 13 ივლისს განაცხადეს, რომ ქართული მხარე არ არის დაინტერესებული კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა გაამწვავოს.


“რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ სამხრეთ ოსეთში პროვოკაციებს რუსული მხრიდან უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტის ფონზე“, – განუცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს.


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ 13 ივლისს განაცხადა, რომ პროვოკაციების შემთხვევაში საქართველო შესაბამის ღონისძიებებს მიმართავს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button