skip to content
ახალი ამბები

შსს მოითხოვს ცსკო-სგან პოლიციელთა მიერ არჩევნებში მონაწილეობის პრინციპების შემუშავებას

(თბილისი, 20 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა სამინისტრო ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან იმ მექანიზმის შემუშავებას მოითხოვს, რომლის საშუალებითაც 2 ნოემბერს 3000-ზე მეტი სამართალდამცავი ყაზარმულ რეჟიმზე გადაყვანის დროს შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ძირითადად საუბარია მაჟორიტარობის კანდიდატებზე ხმის მიცემის თაობაზე.

“თითქმის ყველა რეგიონის სამართალდამცავ ქვედანაყოფში მოხდება პოლიციელების მობილიზაცია, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა არჩევნების დროს. ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი”, – განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე შს მინისტრის მოადგილემ რუბენ ასანიძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, პოლიციელებმა არჩევნებში გადასატანი ყუთების საშუალებით ან პოლიციის სამმართველოებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე მიიღონ მონაწილეობა, თუმცა, ეს უკვე ცსკო-ს პრეროგატივაა.

პოლიციელებისთვის ხმის მიცემის წესი არ არსებობდა გასულ წლებში არჩევნების დროს და ხშირ შემთხვევაში ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებდნენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ყაზარმული რეჟიმის გამოცხადების დროს პოლიციელები ვერ შეძლებენ ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებში მისვლას და ხმის მიცემას. მათთვის გაიხსნება სპეციალური საარჩევნო უბნები, სადაც მაღალი რანგის პოლიციელების ზედამხედველობის ქვეშ მოუწევთ ხმის მიცემა. საუბარია 40 ათასს პოლიციელზე, რომლებიც საკუთარ სურვილს არჩევნების დღეს ვერ გამოხატავს”, – განაცხადა 19 სექტემბრის სპეციალურ ბრიფინგზე “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button